Giorgi Suladze. Being in My Dream: I am always in Abkhazia

by okribanews.ge

თუმცა, სიზმარში ყოველთვის ჩემს აფხაზეთში ვარ

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტმა ათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. კონფლიქტი ომში გადაიზარდა და 1993 წლის შემოდგომაზე მასიურად დაიწყო აფხაზეთის მოსახლეობისგან დაცლა,

ადამიანები ტოვებდნენ საკუთარ სახლებს. მშობლიურ მხარიდან გამოქცეულები ვერტმფრენით, გემით, ავტობუსებებით და უმეტესად ფეხით მოდიოდნენ რთულ გზაზე და ქვეყნის სამშვიდობო მხარეში ქალაქებსა და სოფლებში აფარებდნენ თავს.

ბევრმა გადმოსვლა ვერშეძლო, ვერგაუძლო ყინვას და სიცივეს და გზაში დაიღუპნენ. ვინც სამშვიდობო ადგილას შეძლო გამოსვლა ნათესავებთან და სასტუმროებში დაბინავდნენ სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. დევნილები ტკივილით იხსენებენ იმ მძიმე და საშინელ დღეებს რაც მათ აფხაზეთის იძულებით დატოვებისას და დევნილობის პირველ წლებში გადაიტანეს. დიდი ტკივილია მათთვის ომში უახლოესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური მხარესთან მრავალწლიანი განშორება.

აფხაზეთიდან დევნილები 1993 წლის შემოდგომაზე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ასევე ტყიბულშიც ჩამოვიდნენ, საერთო საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში და ნათესავებთან დასახლდნენ. მათ უმეტესობას სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლები გადასცა და შეუძინა, ნაწილი ისევ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობს. მათმა საკუთარი შრომით, გმირობის ტოლფასად შეძლეს მათთვის უცხო მხარეში დასახლება და თავის დამკვიდრება. დევნილების ნაწილი დღესაც ტყიბულში ცხოვრობს და საქმიანობს.

მათ შორისაა ელგუჯა ჩორგოლიანი, რომელიც 1993 წელს ტყიბულში ჩამოვიდა, დასახლდა და მის დიდ ოჯახთან ერთად ტყიბულში ცხოვრობს.ის ყოველთვის გამოირჩევა ტყიბულის და ტყიბულელების სიყვარულით, როგორც თავად ამბობს ასევე გრძნობს ტყიბულისგან მისდამი დიდ სიყვარულს და პატივისცემას. ბატონი ელგუჯა პროფესიით მასწვალებელია, ეწევა პედაგოგოგიურ საქმიანობას და ამავდროულად ტყიბულის შახტში საპასუხსიმგებლო სამსახურში საქმიანობს.

ელგუჯა ჩორგოლიანი აფხაზეთში 1962 წლის 3 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში დაიბადა, 1979 წელს წარჩინებით დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. 1979-1984 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტზე ფიზიკის სპეციალობით. მინიჭებული აქვს : ფიზიკოსის, ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია რადიოფიზიკის სპეციალობით. პარალელურად 1979-1984 წლებში სწავლობდა სოხუმის ვეკუას სახელობის ფიზიკის ტექნიკურ ინსტიტუტში სადაც დაიცვა დიპლომი და მიენიჭა უნცროსი მეცნიერთანამშრომლის წოდება. არის მ.ხ.კ. და ავტომატიკის სპეციალისტი და გააგრძელა სწავლა უნცროს ინჟინერ ტექნიკოსად N2 კვლევით ლაბორატორიაში. 1986-1987 წლებში მუშაობდა კინდღის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის მთავარ ინჟინერ კონსტრუქტორად. 1987-1992 წლებში მუშაობდა კინდღის N2 საშუალო სკოლაში ფიზიკის, მათემატიკის, ასტრონომიის, ხაზვის და ინფორმატიკის მასწავლებლად.
2007 წლიდან მუშაობს „საქნახშირში“ სხვადასხვა პოზიციაზე , 2011-2018 წლებში მუშაობდა ტყიბულის თბოელექტრო სადგურში თბურ ავტომატიკა და გაზომვები სპეციალისტად. 2018 წლიდან დღემდე მუშაობს შახტში საგაზო დაცვის სამსახურის ოპერატორად.

„ოკრიბანიუსთან“ საუბრისას ელგუჯა ჩორგოლიანმა აფხაზეთიდან დევნილობის ამბები გაიხსენა, მისგან გამოწვეულ ტკივილზე, ბედნიერ ოჯახზე, მომავლის იმედზე გვესუბრა და აფხაზეთში მეგობართან ერთად გადაღებული ერთადერთი შემორჩენილი ფოტო გვაჩვენა, რომელიც მას აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერ წლებს აგონებს –


„მართლა მძიმე, გაუსაძლისი ყოფა გადავიტანეთ აფხაზეთიდან დევნილებმა. უსასტიკესი გრძნობაა, როცა საკუთარ სამშობლოში ლტოლვილი ხდები. გეკარგება ყველაფერი, რაც უკვე შექმენი. მაგრამ ყველაზე მთავარი, ადამიანური ურთიერთობების დაკარგვაა. დავიფანტეთ თანაკლასელები, მეზობლები, თანამშრომლები…. გაუსაძლისი ტკივილია, როცა ახლობელს კარგავ და მისი საფლავიც არ იცი….

ამ ყველა ტკივილს შევეგუეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება ტყიბულში. ბედმა გაგვიღიმა, გაგვიმართლა რომ ასეთ თბილ ხალხს შევხვდით. ყველა ტყიბულელი დაგვეხმარა ფეხზე დადგომაში.

მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით ბაზარში. ვცხოვრობდით სასტუმროში, იქ გავზარდეთ შვილები. 2006 წელს შევიძინეთ ბინა და ტყიბულში დავმკვიდრდით. გვყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ჩემს დიდი ოჯახში ყოველთვის ისმის ბავშვების ჟრიამული და ამით ვართ ბედნიერი.

თუმცა სიზმარში ყოელთვის ჩემს აფხაზეთში ვარ. მენატრება….ძალიან, მენატრება ჩემი ოდაბადე. უფალმა ინებოს, რომ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო, მოვესწრო ამ ბედნიერ დღეს და …. აუცილებლად მე დავბრუნდები!
აფხაზეთი საქართველოა!

okribanews.ge

Exit mobile version